გიორგი გაბუნია – ფიშერზე: მივესალმებით იმას, რომ ამ ადამიანს მალე ამოეწურება საქმიანობის ვადა და დაუბრუნდება საკუთარ ქვეყანას
“ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ამ ადამიანს მალე ამოეწურება საქმიანობის ვადა და დაუბრუნდება საკუთარ ქვეყანას,”- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე საუბრისას განაცხადა.
გაბუნია იმედოვნებს, რომ გერმანიის მთავრობას ეყოფა გონიერება და საქართველოში გამოაგზავნის ისეთ ელჩს, რომელიც პატივს სცემს გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობების ღირსეულ წარსულს.
„ევროპელი ელჩები, მაშინ როდესაც უნდა ზრუნავდნენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებასა და გაღრმავებისთვის, მუშაობდნენ სახელმწიფო ინსტიტუციებთან, საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან და ა.შ., დაკავებულები არიან პროცესების რადიკალიზაციით. როდესაც ევროპელი ელჩი პირდაპირ არის ჩართული რადიკალურ პროცესებში, პირდაპირ უჭერს მხარს ორგანიზებულ ძალადობას ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანისგან არ გაგვიკვირდება არც ქსენოფობიური განცხადებები, არც ძალადობის წამახალისებელი განცხადებები“, – განაცხადა გაბუნიამ.