გიორგი გაბუნია – ოპოზიციაზე: ამ ადამიანების ერთადერთი ფუნქცია რაც ქვეყანაში დარჩა, ეს არის სეირის ჩატარება და მერე ამის ყურება, სხვა ფუნქცია მათ აღარ აქვთ
“ამ ადამიანების ერთადერთი ფუნქცია რაც ქვეყანაში დარჩა, ეს არის სეირის ჩატარება და მერე ამის ყურება, სხვა ფუნქცია მათ აღარ აქვთ, “- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“ოპოზიციის განცხადებები განცხადებებად დარჩება, რადგან მათ არ აქვთ შესაძლებლობა ქვეყნის წინააღმდეგ კონკრეტული ქმედებები განახორციელონ. ამ ადამიანების ერთადერთი ფუნქცია რაც ქვეყანაში დარჩა, ეს არის სეირის ჩატარება და მერე ამის ყურება, სხვა ფუნქცია მათ აღარ აქვთ. ოპოზიციის წევრები ასეთ განცხადებებს აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოება გაამხიარულონ“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.