მახაშვილი – ფიშერზე: ჭირვეული ბავშვის საქციელი, რასაც ეს ადამიანი უკვე ამდენი წელია, აკეთებს, ყოველგვარ ზღვარს გადადის; პიროვნულ საკითხებს გადააყოლა ქვეყნებს შორის ურთიერთობებიც

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებაზე ისაუბრა.

კერძოდ, ფიშერმა თქვა – “ზოგიერთმა ქართველმა ზუსტად იცის თუ რა არის ევროკავშირი და რას ნიშნავს მასში გაწევრიანება, სხვები უბრალოდ ამბობენ მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი, მსურს ევროპული მომავალი ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის და ამასთან არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა შეიძლება არასაკმარისი იყოს”.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ თითოეულ სიტყვას, განსაკუთრებით ამ რეგიონში. საკმაოდ მოწყვლადი რეგიონია და მათი თითოეული ასეთი განცხადება შესაძლოა გახდეს საწყისი ეტაპი ქვეყნებს, ერებს შორის ესკალაციის.

ჭირვეული ბავშვის საქციელი, რასაც ეს ადამიანი უკვე ამდენი წელია აკეთებს, ყოველგვარ ზღვარს გადადის. პიროვნულ საკითხებს გადააყოლა ქვეყნებს შორის ურთიერთობებიც, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ დიდი მოლოდინით ველოდებით იმ მომენტს, როდესაც ის დატოვებს საქართველოს და ვიმედოვნებთ, გვექნება ახალი ელჩის პირობებში შესაძლებლობა, რომ ეს ძალიან მძიმე პერიოდი ჩავაბაროთ წარსულს“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები