რუსული მედია დონეცკში ე.წ. „ნოვოროსიელთა“ ლიდერის პავლე გუბარევის მოტაცების შესახებ იუწყება

რუსული მედიასაშუალების „ინტერფაქსის“ ინფორმაციით დონბასის ყოფილი „სახალხო გუბერნატორი“, პარტია „ნოვოროსიას“ ლიდერი პავლე გუბარევი დონეცკში დაიკარგა.
რუსული გამოცემა გუბარევის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ პავლე გუბარევი დაუდგენელმა პირებმა მოიტაცეს. „პავლე გუბარევი მოიტაცეს. როგორ და სად არის ჩვენ სინამდვილეში ამ მომენტისათვის არ ვიცით. ეს რამდენიმე საათის წინ მოხდა“, – ეს ინფორმაცია ორშაბათ საღამოს „ინტერფაქსს“ პავლე გუბარევის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა აცნობა. „გუშინ უკრაინულმა მედია საშუალებებმა გუბარევის დაპატიმრების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია“, – იუწყება რუსული გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები