ირანელ ფეხბურთელებს ქალებთან სელფის გადაღება აეკრძალათ

ირანის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკის კომიტეტმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივარ ქალბატონებთან ფოტოების გადაღება აუკრძალა. ამ ინფორმაციას ტელეარხ „france24“-ის ვებ-გვერდი ავრცელებს. „ეს ფოტოები შესაძლოა პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქნეს გამოყენებული“, – ასე ახსნა აკრძალვის მიზეზი ეთიკის კომიტეტის თავჯდომარე ალი აქბარ მოჰამედზადემ.
საფეხბურთო ორგანოს ხელმძღვანელმა ფეხბურთელები უკვე გააფრთხილა, რომ ამ დადგენილების დარღვევის შემდეგ ისინი დაისჯებიან. შარიათის კანონების თანახმად, ისლამურ ქვეყნებში ქალბატონებს სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება და საერთოდ სახალხოდ რომელიმე გუნდის თუ სპორტსმენის გულშემატკივრობა ეკრძალებათ. თუმცა ავსტრალიაში მიმდინარე აზიის ჩემპიონატზე ამ აკრძალვას როგორც ჩანს საკმარისი ძალა არ გააჩნია. გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიაში მოასპარეზე ირანის ეროვნული ნაკრებს ქალბატონები ღიად უჭერენ მხარს თავიანთ გუნდს, დადიან სტადიონებზე და საკუთარი სახის გამოჩენასაც არ ერიდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები