“Charlie Hebdo”-ს ახალი დირექტორი ტერაქტისას დაჭრილი მხატვარი გახდება

სატირული ჟურნალის „Charlie Hebdo“-ს ახალ დირექტორად ჟურნალის კარიკატურისტი, რედაქციაზე ტერაქტისას დაჭრილი ლორან სურისო ( ფსევდონიმი – რისი) დაინიშნება.
სატირული გამოცემის ჟურნალისტების გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას „liberation.fr“ ავრცელებს. სამშაბათს 48 წლის სურისომ პარიზის ჰოსპტალი უნდა დატოვოს, სადაც ტერაქტისას ტყვიით მიღებული ჭრილობისაგან რეაბილიტაციის კურსს გადის. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალის ბოლო ნომრის არნახული წარმატების მიუხედავად, შემდეგი ნომერი მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოვა. უკანასკნელ ნომერში, რომლის ტირაჟმაც 7 მილიონს გადააჭარბა, რისის ორი ახალი კარიკატურა იყო გამოყენებული: ჰოსპიტალის საწოლზე მოთავსებულმა დაჭრილმა კარიკატურისტმა ის მარცხენა ხელით შეასრულა. „Charlie Hebdo“-ს დირექტორის პოსტზე ლორან სურისო ტერაქტისას დაღუპულ სტეფან შარბონიეს იგივე შარბს ჩაანაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები