ისრაელის ავიადარტყმებს სირიაში ირანელი გენერლის ლიკვიდაცია მოჰყვა

ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების ავიადარტყმების შედეგად, სირიის ტერიტორიაზე ისლამის რევოლუციის დამცველთა კორპუსის ბრიგადის გენერალი მოჰამად ალიულა დაადი იქნა მოკლული. ამ ინფორმაციას „Reuters“-ი ავრცელებს.
ირანელ გენერალთან გარდა ავიადარტმების შედეგად, სხვადასხვა მონაცემებით, ლიბანის შიიტური ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ოთხიდან ექვსამდე წევრიც იქნა მოკლული. დაღუპულებს შორის „ჰეზბოლას“ სპეც-სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის იმად მუგნიას 25 წლის ვაჟი ჯიჰად მუგნიაც გახლავთ. სააგენტოს ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც დაადი და მუგნია ისხდნენ, ისრაელის ავიადარტყმების ქვეშ სირიის სამხრეთ-დასავლეთში, გოლანის მაღლობების რაიონში, ქალაქ ელ-კუნეიტრას ტერიტორიაზე მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები