გროზნოში აქცია „საყვარელი წინასწარმეტყველის მხარდასაჭერად“ და დასავლეთის წინააღმდეგ გაიმართა

გროზნოს ცენტრში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნება გააპროტესტეს.
„ბი-ბი-სის“ შეფასებით, გროზნოს ცენტრში  დაახლოებით 350 000 ადამიანი იმყოფებოდა.
რუსეთის შსს-ს ცნობით, აქციაში 800 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ჩეჩნეთის შსს-ს ინფორმაციით კი, ქუჩაში მილიონზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, მიტინგზე ავტობუსებით ჩეჩნეთის სხვა ქალაქების და სოფლების მოსახლეობა ჩაიყვანეს.
გარდა ამისა, ჩეჩნეთის დედაქალქში კავკასიის სხვა მუსლიმანური სახელმწიფოების წარმომადგენლები ჩავიდნენ.
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, „ჩეჩნები ყოველთვის რუსეთის სანდო დამცველები იყვნენ და დღეს ჩვენი მამულის ნებისმიერ მტრებს ღირსეულ პასუხს გავცემთ“. მანამდე კადიროვმა პირად მტრებად გამოაცხადა ისინი, ვინც „ჟურნალ „შარლი ებდოს“ 1,5 მილიარდი მუსულმანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის უფლებას მხარს უჭერს“. გარდა ამისა, ჩეჩნეთის ლიდერმა მუსლიმანების მტრად „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი დაასახელა. დღევანდელი მიტინგის დროს მისმა მონაწილეებმა ხოდორკოვსკის პორტრეტი დაწვეს. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა დასავლეთი ისლამზე თავდასხმაზე დაადანაშაულეს. „დასავლური სამყარო, სამწუხაროდ, ლპება! ისინი საკუთარ ფასეულობებს კარგავენ! ისინი კანონებს ამტკიცებენ, რომლებიც ერთსქესიან ქორწინების უფლებას იძლევა! ბავშვებს კი ისე ზრდიან, რომ თავადაც არ იციან, რა სქესისანი არიან!“, – განაცხადა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.

10933249_908560042517568_1229625055_n

10934293_908560045850901_1306681010_n

10937774_908560035850902_1395130233_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები