ოჯახის სადისტურად ამოხოცვაში ბრალდებული სასულიერო პირის შვილია

 

გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის 6 წევრის მკვლელის, რუსი სამხედროს ვალერი პერმიაკოვის მამა პასტორი აღმოჩნდა. ეს ინფორმაცია უცხოურ პრესაში გავრცელდა. პაველ პერმიაკოვი ყოფილი მებრძოლი-ინტერნაციონალისტი ეკლესიის პასტორია. გარდა იმისა, რომ პერმიაკოვი სასულიერო პირია, ის მაცივრების შეკეთებითაა დაკავებული. პერმიაკოვების მთელი ოჯახი მორწმუნეა, – წერს რუსული მედია. „ჩვენ არ ვართ სექტანტები, ჩვენ უბრალოდ ღმერთის გვწამს. ჩვენ ქრისტიანები ვართ. ყველა პატივს გვცემს“, – ამბობენ ვალერი პერმიაკოვის მშობლები.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს გამთენიისას ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების 6 წევრი მოკლა და 6 თვის ბავშვი დაჭრა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 თვის სერიოჟა ავეტისიანიც გარდაიცვალა. რეალური მიზეზი, თუ რატომ ჩაიდინა ვალერი პერმიაკოვმა ეს სასტიკი დანაშაული, უცნობია. არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთის თანახმად, ჯარისკაცი სასმელ წყალს ეძებდა და სწორედ ამ მიზნით შევიდა ავეტისიანების ოჯახში. მან ყვირილი გაიგონა და შეეშინდა, რომ მხილების შემთხვევაში მას დეზერტირად გამოაცხადებდნენ. ამის შემდეგ პერმიაკოვმა სროლა დაიწყო. არის ვერსია, რომ პერმიაკოვი ავეტისიანების ოჯახში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა. მესამე ვერსიით, სამხედრო, რომელიც, სავარაუდოდ სექტანტია, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

10941290_908546012518971_462403968_n

10884750_908546002518972_1211879176_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები