პოროშენკომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ უზენაესი რადას ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მანამდე უზენაესმა რადამ პეტრე პოროშენკოს ბრძანებით, 2015 წელს მობილიზაციის სამი ეტაპის ჩატარების შესახებ პროექტს მხარი დაუჭირა. მობილიზაციის პირველი ეტაპი 20 იანვარს დაიწყება და 90 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მეორე ეტაპი აპრილში, ხოლო მესამე ივნისში დაიწყება.
დოკუმენტის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევა განახლდება, თუმცა ჯარში მოსამსახურეები უკრაინის აღმოსავლეთით არ იბრძოლებენ. სამხედრო სამსახურის ვადა 1,5 წელს შეადგენს. გაიწვევენ 20-დან 27 წლამდე მამაკაცებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები