რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის ბავშვი გარდაიცვალა
გიუმრიში დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში დაადასტურეს.
„საავადმყოფოს დირექტორის, ნიკოლაი დალაკიანის ცნობით, გუშინ საღამოს ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. დღეს, 19 იანვარს, 17:02 საათზე ბავშვის ბიოლოგიური სიკვდილის კონსტატაცია მოხდა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ადგილობრივი და უცხოელი ექიმების შეუწყვეტელი ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს გამთენიისას რუსმა სამხედრომ ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი მოკლა.