“გაის” ნაცვლოდ უკრაინაში საპატრულო სამსახური იქმნება
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო „გაის“ მაგივრად ახალი საპატრულო სამსახურის შექმნას იწყებს. ამის შესახებ შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა ფეისბუქის საშუალებით განაცხადა. მინისტრის თქმით, კიევის საპატრულო პოლიციაში მუშაობის მსურველებს განაცხადების შემოტანა დღეიდან უკვე შეუძლიათ. პრეტენდენტებს საკონკურსო სისტემით შეარჩევენ. კონკურსი დღეიდან, 19 იანვრიდან მიმდინარე წლის 6 თებერვლამდე გაგრძელდება. „საკონკურსო შერჩევა, სწავლება, ტესტები – და ზაფხულამდე კიევში ახალი საპატრულო პოლიცია გვეყოლება“, – წერს ავაკოვი.
სავარაუდო საპატრულო მუშაკების ასაკი 21-დან 35 წლამდე უნდა მერყეობდეს. კანდიდატებს საშუალო ან უმაღლესი განათლება, B კატეგორიის მართვის მოწმობა უნდა ჰქონდეთ. ისინი არ უნდა იყოს ნასამართლევნი და კარგად უნდა ფლობდნენ უკრაინულ ენას.