ამერიკელი მილიონერი შვილმა პენსიის გამო მოკლა – დანაშაული 200 დოლარის გამო მოხდა (ფოტოკოლაჟი)

ფონდ Hedge-ის და უმსხვილესი ბიზნესკომპანიის „ვინსკოტ კაპიტალის“ დამაარსებლის, 70 წლის სერ ტომას ჯილბერტის მკვლელობის გამო, მის ვაჟს, ტომას ჯილბერტ უმცროსს, ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ 20- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – ამის შესახებ სტატიას გაზეთი „ნიუ- იორკ თაიმსი“ აქვეყნებს.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, ჯილბერტის წლიური შემოსავალი 70 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა მამა-შვილის კონფლიქტი მხოლოდ 200 დოლარის გამო დაიწყო. გარდაცვლილი ჯილბერტის ცხედარი მისმა მეუღლემ მაშინ აღმოაჩინა, როდესაც უმცროსი ჯილბერტი სენდვიჩზე გააგზავნა. ამ დროისთვის უმცროსმა ტომასმა გაქცევა მოახერხა. სამართალდამცავებმა ის მანჰეტენზე, საკუთარ ბინაში მაშინ დააკავეს, როდესაც ქვეყნიდან გასასვლელად ემზადებდა. ადვოკატებისთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ჯილბერტმა ანდერძი დატოვა. მის საბანკო ანგარიშზე რიცხული 1.6 მილიონი მან სრულად გადაანაწილა საკუთარი ოჯახის წევრებზე: ქალიშვილზე, ვაჟზე და მეუღლეზე. ამერიკული მედია დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა მილიონერის გარდაცვალების მიზეზს, მით უმეტეს, მაშინ, როცა ამერიკის უმაღლეს საზოგადოებაში, მას მხოლოდ დადებითად ახასიათებდნენ.
როგორც აღმოჩნდა, მამა-შვილის ურთიერთობა არც ისეთი იდეალური ყოფილა. პრინსტონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ჯილბერტი სამსახურზე უარს აცხადებდა და დასაქმების არც ერთ შემოთავაზებას არ ღებულობდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ჯილბერტი წამალდამოკიდებულიც იყო და ნიუ-იორკში არც ისე სახარბიელო წრეში ტრიალებდა.
ამერიკული გამოცემის თანახმად, ტომას ჯილბერტი უოლ სტრიტის ცნობილი მაგნატი იყო. „ფორბსის“ მილიონერების სიაში კი ყოველთვის მოწინავე ადგილი ეკავა. მილიონერი ტომას ჯილბერტი ფონდ Hedge-ისა და უმსხვილესი ბიზნესკომპანია „ვინსკოტ კაპიტალის“ დამაარსებელი და ჰილტონების ქსელის ერთ-ერთი მეპატრონის ბარონ ჰილტონის საუკეთესო მეგობარი იყო.

11

10904901_1535566560028249_1217394579_n

10944081_1535566573361581_1345714400_n

Untitled

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები