რუსეთის საგარეო უწყება კიევს შეიარაღების გაყვანისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვლადიმირ პუტინის გეგმის თანახმად, უკრაინის ხელისუფლებას უკრაინის აღმოსავლეთიდან, კონფლიქტის ზონიდან ტანკების და არტილერიის გაყვანისკენ მოუწოდებს. „დაჟინებით მოვუწოდებთ მხარეებს, რეალური შესაძლებლობა გამოიყენონ იმისთვის, რომ კონფლიქტის ზონიდან სასიკვდილო შეიარაღება გაიყვანონ და ამით მშვიდობიან მოსახლეობას შორის შემდგომი მსხვერპლის საფრთხე აღმოფხვრან“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ რუსეთს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შეწყვეტის უზრუნველყოფა 19 იანვრიდან შესთავაზა. „დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის და რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის „ბოევიკების“ მხრიდან სროლისგან დაცვის შესაძლებლობას მოგვცემს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ კი, 18 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ კოლეგას პეტრე პოროშენკოს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც მშვიდობიანი გეგმის შესახებ წერდა. პუტინის ვერსიით, კონფლიქტის ორივე მხარემ უკრაინის აღმოსავლეთით შეხების ზოლიდან მძიმე არტილერია უნდა გაიყვანოს. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, კიევმა ამ გეგმაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები