ლადო სადღობელაშვილი – ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

“თავისუფალი თაობის“ ლიდერის ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, “თავისუფალი ზონა“ კვლავ გააქტიურდა და ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს – ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილი გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
სადღობელაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციაში უახლოეს დღეებში პროკურატურაში განცხადებას შეიტანს იმ მოთხოვნით, რომ გამოიძიონ და შეისწავლონ, საიდან და რა ფულით ფინანსდება “ბოკერიას ზონა”.
“მას შემდეგ, რაც ჩვენ “თავისუფალი ზონის” წინააღმდეგ პოლიტიკური დარტყმების მთელი სერია განვახორციელეთ, „ნაციონალების“ ეს სატელიტი ორგანიზაცია ფაქტობრივად გაუქმდა და სოროებში იყვნენ შემძვრალნი, იმიტომ, რომ სააკაშვილმა დაფინანსება შეუწყვიტა – ვერ ,,გაქაჩეთო”. თუმცა, ცოტა ხნის წინათ შევიტყვეთ, რომ ,,ზონა” ისევ გაცოცხლებულა და ორთაჭალაში ახალი ოფისი აუღიათ. გვაქვს ინფორმაცია, რომ კობა ხაბაზი სააკაშვილს დაფინანსებას მუხლებზე დავარდნილი ეხვეწებოდა – უკანასკნელი შანსი მოგვეცი და იმედს აღარ გაგიცრუებთო“,- აცხადებს სადღობელაშვილი.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ,,თავისუფალი ზონა“ ექსპრეზიდენტის გეგმის მიხედვით მოქმედებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არეულობის მოწყობას შეეცდებიან.
,,თავისუფალი ზონა” არც არასამთავრობო და არც ახალგაზრდული მოძრაობაა. ეს არის ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელმაც ერთ-ერთი საყრდენის როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფო გადატრიალების იმ სცენარში, რომელსაც სააკაშვილი და „ნაციონალები“ გეგმავენ. ჩვენ ამას ყველანაირად შევეწინააღმდეგებით და მათ ქვეყნის არევის საშუალებას არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ. ,,თავისუფალ ზონას” არანაირი საერთო არა აქვს თავისუფლებასთან და სხვა მაღალ ღირებულებებთან! დიახ, ეს არის არა ,,თავისუფალი ზონა”, არამედ “ბოკერიას ზონა”, რომელსაც არეულობის საშუალებას არ მივცემთ“, – ანიშნავს ლადო სადღობელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები