შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს სააკაშვილი და ივანიშვილი

შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს სააკაშვილი და ივანიშვილი, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ექსპერტების აზრით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მომავალ საარჩევნო მარათონზე ერთმანეთს შეხვდებიან.
„დიდი კითხვის ნიშნები არსებობს მმართველ კოალიციასთან დაკავშირებითაც, ჯერ არავინ იცის, როგორ ფორმას მიიღებს ის საარჩევნოდ.
რა მთავარ შეკითხვებზე ცდილობენ პასუხების გაცემას ექსპერტები. პირველი – ვინ იქნება საარჩევნო სიის სათავეში.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სიის სათავეში მაინც პოლიტიკური ფიგურები იქნებიან და არა საზოგადო მოღვაწეები. ფიქრობენ, რომ პოლიტიკური პარტიები ძლიერ ლიდერებზე აქცენტირებას შეეცდებიან. ამ კონტექსტში არ არის გამორიცხული, „ნაციონალურ მოძრაობას“ სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგეს. ბრალის წაყენება მას საარჩევნო ბატალიებში მონაწილეობის უფლებას არ უზღუდავს. მათი მოსაზრებით, ვინც მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, მმართველ კოალიციას საარჩევნო სიის სათავეში სწორედ ივანიშვილი ჩაუდგება. და მაშინ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს საარჩევნო მარათონზე. თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა აზრითაც, „ნაციონალები“ და მმართველი კოალიცია უკვე იმ დონისა და გავლენებისა თუ შესაძლებლობების პარტიები არიან, რომ მათთვის პირველ ნომერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. შესაბამისად, შეიძლება იყოს, მაგალითად, გიგა ბოკერია „ნაციონალებიდან“ და ირაკლი ღარიბაშვილი (ან ვინმე სხვა) მმართველი კოალიციიდან. ეს მხოლოდ ვარაუდებია“, – წერს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები