იური ვაზაგაშვილი: ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ “გადაგვაგდო“

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი განზრახ მოკლეს – ამის შესახებ იური ვაზაგაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
“წინა ექსპერტიზითაც დგინდებოდა, რომ ზურა განზრახ მოკლეს. ამას ადასტურებენ ბუბა ფუთურიძე და სხვა მოწმეები, მათ შორის პოლიციელებიც. ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით მოკლეს“,- აცხადებს ვაზაგაშვილი.
როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, მკვლელობის გამოძიების ნაცვლად, დანაშაულში მონაწილე პირები დღემდე მაღალ თანამდებობებს იკავებენ. მისივე თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ მოსახლეობას იმედი გაუცრუა და “გადააგდო“.
“პროკურატურა ძველი კადრებითაა გაძეძგილი. ჩემი შვილის მკვლელები, მაგალითად, დალაქიშვილი, ქალაქის სამმართველოს უფროსი იყო, მირზოევი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, ცააძე, სამარღანიშვილი და სხვები ისევ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. ამ სპეცოპერაციაში ფირცხალავას, სპეცრაზმის უფროს ნაკანს და სხვებს 3 000 ლარი აქვთ მიღებული. ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ ,,გადაგვაგდო“,-აღნიშნავს იური ვაზაგაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები