სოსო ცისკარიშვილი: თუ ნაბიჯები დროულად არ გადაიდგმება, რუსული ჯარი ენგურჰესს მალე ალყას შემოარტყამს

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ენგურჰესის ხელში ჩასაგდებად სერიოზულ დარტყმას ამზადებდეს.
როგორც ექსპერტი გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, თუ ზომები დროულად არ იქნება მიღებული, რუსული ჯარები ენგურჰესს მალე ალყას შემოარტყამენ.
“ენგურჰესის თემის აფხაზების მეშვეობით გააქტიურებით, შესაძლოა, რუსეთი ამ ობიექტის ხელში ჩასაგდებად მორიგ ვერაგულ დარტყმას ამზადებდეს. თუ გარკვეული ნაბიჯები დროულად არ გადაიდგმება, ვფიქრობ, მალე ვნახავთ რუსულ ჯარს სამეგრელოს ტერიტორიაზე, რომელიც ენგურჰესს ალყას შემოარტყამს“, – აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი. მისივე თქმით, რუსეთის მიზანია, თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო გამწვავდეს.
,,რაც შეეხება “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორის განცხადებას ენგურჰესის კუთვნილების თაობაზე, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს იდეა კრემლში დიდი ხნის დამუშავებულია და გახმაურდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოლოს და ბოლოს, მოიყვანეს დე ფაქტო ხელისუფლებაში ხაჯიმბა, ამიტომაც იყვნენ ასე გამეცადინებული. არც ბაღაფში და არც ანქვაბი ამას არ გააკეთებდნენ, რადგან ეს უპირველესად აფხაზების ინტერესებს აზარალებს. რუსეთის მიზანია, თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო გამწვავდეს. აქაც სიდინჯეა საჭირო, დიდი ყურადღება და გონიერება გვმართებს“ – აცხადებს ცისკარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები