ისლამისტების პროპაგანდისტული აქცია: „ჩამოაგდე გეი სახურავიდან“ (ფოტოკოლაჟი)

ერაყის ქალაქ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტული დაჯგუფების „ბოევიკებმა“ ქალი ქვებით ჩაქოლეს და შენობის სახურავიდან ორი გეი ჩამოაგდეს. ამის ამსახველი ფოტოები ესტრემისტებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ აგდებენ ორ მამაკაცს სახურავიდან. გეების მკვლელობას ხალხის ჯგუფი ადევნებს თვალს.
სხვა ფოტოსურათზე აღბეჭდილია ქალი, რომელსაც ინტიმურ კავშირებს აბრალებენ. ქალი ქვებით ჩაქოლეს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულია ორი ქურდის ფოტო, რომლებიც მოკლეს, შემდეგ კი ჯვარს აცვეს.
ბრუკინგსის ინსტიტუტის ცენტრის წარმომადგენლის ჩარლზ ლისტერის თქმით, „ხალიფატით მმართველობის მთავარი პრინციპი შარიატის კანონების უმკაცრესი შესრულებაა“. როგორც ჩანს, „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი პროპაგანდისტული აქცია ერაყის და სირიის მოსახლეობას კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს.

10884895_908416362531936_2043204243_n

10934208_908416359198603_1134337784_n

10934387_908416365865269_82432379_n

10934580_908416369198602_429676105_n

10937545_908416355865270_581797544_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები