უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა იანვრიდან შესთავაზა
უკრაინა რუსეთს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შეწყვეტის უზრუნველყოფას 19 იანვრიდან სთავაზობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტის და რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის „ბოევიკების“ მხრიდან სროლისგან დაცვის შესაძლებლობას მოგვცემს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კრემლის ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ჯერ კიდევ გუშინ, 18 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ კოლეგას პეტრე პოროშენკოს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც მშვიდობიანი გეგმის შესახებ წერდა. პუტინის ვერსიით, კონფლიქტის ორივე მხარემ უკრაინის აღმოსავლეთით შეხების ზოლიდან მძიმე არტილერია უნდა გაიყვანოს. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, კიევმა ამ გეგმაზე უარი განაცხადა.