ზაალ კასრელიშვილი: ძმები ბათირაშვილების დამსახურებაა, რომ დღემდე საქართველოში ფოთოლი არ გატოკებულა

„ტერორიზმი გეოგრაფიულად საქართველოსა და კავაკასიას უახლოვდება“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ საერთაშორისო ორგანიზაცია „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარესთან ზაალ კასრელიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ზაალ კასრელიშვილი ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს ისლამურ დაჯგუფებებზე. იგი ძმებ ბათირაშვილების ვიდეომიმართვასაც ეხმაურება. „სწორედ ძმები ბათირაშვილებისა და სხვა კავკასიელი სარდლების დამსახურებაა, რომ დღემდე საქართველოში ფოთოლი არ გატოკებულა, მაგრამ ახლა, როცა მებრძოლები დაიყოფიან და ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი აღარ იარსებებს, ძალიან გაჭირდება მათი გაკონტროლება“, – განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში ზაალ კასრელიშილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას. როგორც ექსპეტმა ზაალ კასრელიშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, „ისლამური სახელმწიფოს“ არმიის სათავეში ძმებ ბათირაშვილებთან ერთად ბევრი კავკასიელი ლიდერია. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ორგანიზაციის „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ რამდენიმე წევრთან ერთად, „ისლამური სახელმწიფოს“ სარდლობასთან შესახვედრად მზადაა. „შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, მე და ჩვენი ორგანიზაციის გამგეობის რამდენიმე წევრმა მოვილაპარაკეთ და, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, ჩავიდეთ და შევხვდეთ „ისლამური სახელმწიფოს“ სარდლობას, რათა საქართველოს თავიდან ავაცილოთ სისხლი, უბედურება და უდანაშაულო მსხვერპლი! იქნებ მოვახერხოთ და მთელი კავკასია ამოვაღებინოთ თავიანთი სამიზნიდან. ამის მიღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მაგრამ ავტორიტეტიც გვაქვს, არგუმენტებიც და, ვნახოთ, რა გამოვა ჩვენი მცდელობიდან“, – ამბობს ზაალ კასრელიშვილი „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები