სოფელ სამრეკლოში ორთვიანი კარანტინი გამოცხადდა
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში ორთვიანი კარანტინი გამოცხადდა. ცოფის შემთხვევა ერთ-ერთი ადგილობრივის აკაკი ნატროშვილის ფერმაში გამოვლინდა, რომელიც ძაღლს აღმოუჩინეს.
სურსათის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობას ანტირაბიული აცრები გაუკეთა. ამათან, ფერმიდან 2 კილომეტრის რადიუსით ადგილობრივი ფერმერების პირუტყვების ვაქცინაცია დაიწყო.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ცოფის საწინააღმდეგო საკმარისი ვაქცინა არსებობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.