შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის 1-ლი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რამაზან კ. თბილისში დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 27 აბი და 4 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით).

https://www.youtube.com/watch?v=Yty4p81uN64

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები