შალვა პაპუაშვილი: BBC-იმ აღიაროს საკუთარი დარღვევები და შეძლებისდაგვარად შეეცადოს ამის გამოსწორება, ამ პუბლიკაციების წაშლით და ბოდიშის მოხდით

„BBC-იმ აღიაროს საკუთარი დარღვევები და შეძლებისდაგვარად შეეცადოს ამის გამოსწორება, ამ პუბლიკაციების წაშლით და ბოდიშის მოხდით,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ბიბისის” ფილმზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვივარაუდოთ მათ შორის იმის ხილვით, ვინც ჩართულნი არიან ამ ცილისმწამებლური ფილმის და პუბლიკაციების საფუძვლებზე საქართველოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში. თავად გასაჩივრების პროცესი, ალბათ, ნაკლებად შეძლებს ამის გამოვლენას, რასაც მოველით, არის, რომ BBC-იმ აღიაროს საკუთარი დარღვევები და შეძლებისდაგვარად შეეცადოს ამის გამოსწორება, ამ პუბლიკაციების წაშლით და ბოდიშის მოხდით. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დგას ამის უკან, ჩვენ ვხედავთ და შეგვიძლია ვივარაუდოთ იმ აქტორების ხილვით, რომლებიც იყენებდნენ ამ ცილისმწამებლურ პუბლიკაციებს იმისთვის, რათა საქართველო დაეზიანებინათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები