შეერთებული შტატების ინიციატივით, გაერო უშიშროების საბჭოს სხდომას ჩაატარებს

აშშ-მა ირანში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვა.

ირანში მომხდარი საპროტესტო აქციების განსახილველად, საბჭომ, შეერთებული შტატების მოთხოვნით, საგანგებო სხდომა დღეს დანიშნა.

სხდომის დღის წესრიგში იქნება ირანში მიმდინარე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, ადამიანის უფლებების დარღვევები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები