ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავდა კიდევ ერთი პირი.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილი ხეს შეეჯახა – მძღოლი დაკავებულია.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.