არაღჩიმ მომიტინგეების ჩამოხრჩობის დაგეგმვის შესახებ ბრალდებები უარყო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ მთავრობა მომიტინგეების ჩამოხრჩობას არ გეგმავს.

„არავის ჩამოხრჩობის გეგმები არ არსებობს“, – განაცხადა მან Fox News-თან ინტერვიუში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში დემონსტრაციები არ მიმდინარეობს და არეულობა დასრულდა.

არაღჩის თქმით, ირანის მთავრობა მზად არ არის, უარი თქვას ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე, რადგან ის აუცილებელია ეროვნული თავდაცვისთვის. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლებას შეუძლია დათმობის სახით უზრუნველყოს მათი ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი გამოყენების შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები