რუსეთი მზადაა, აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს
რუსეთი მზადაა, შუამავლის როლი შეასრულოს და აშშ-სა და ირანს შორის ყველა დონეზე მოლაპარაკებებში დახმარება გაუწიოს,-ამის შესახებ სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.
„რუსეთი მუდმივად უჭერს მხარს ირანის გარშემო არსებული სიტუაციის დიპლომატიურ მოგვარებას და ეწინააღმდეგება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, განსაკუთრებით ძალადობრივად. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ მოლაპარაკებებს ყველა დონეზე. ჩვენ კონტაქტზე ვართ ჩვენს კოლეგებთან. ირანი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ირანში მოვლენები „ფერადი რევოლუციების“ სქემის მიხედვით ვითარდება და გარედან არის შთაგონებული.
„დასავლელმა პოლიტიკოსებმა ეს ფაქტობრივად, აღიარეს და მომიტინგეებს ქუჩის არეულობის გაგრძელებისკენ მოუწოდეს“, – განმარტა პარლამენტის წევრმა.