მაჭარაშვილი – ევროკავშირზე: გეუბნებიან, რომ რუსი ტურისტიც კი არ უნდა შემოუშვა ქვეყანაში, თვითონ რუსეთთან ვაჭრობაც უნდა ჰქონდეთ და ახლა თურმე მოლაპარაკებებიც უნდა დაიწყოს

“შენ გეუბნებიან, რომ რუსი ტურისტიც კი არ უნდა შემოუშვა ქვეყანაში, თვითონ რუსეთთან ვაჭრობაც უნდა ჰქონდეთ და ახლა თურმე მოლაპარაკებებიც უნდა დაიწყოს”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ის „პოლიტიკოს“ სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია: „ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს, სახელდება მარიო დრაგისა და ალექსანდრ სტუბის კანდიდატურები“.

„ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ერთი სიტყვაც რომ გეთქვა რუსეთთან დაკავშირებით, ევროკავშირში ამბობდნენ, ეს რუსეთუმე სახელმწიფო და საზოგადოებააო. ევროკავშირი თვითონ როცა აპირებს რუსეთთან მოლაპარაკებებს, იტყვის, რომ ეს სულ სხვა რუსეთია. თქვენ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები უნდა აწარმოოთ, უნდა იომოთ და ჩვენ რუსეთს უნდა მოველაპარაკოთო. ალბათ იტყვის, რომ ეს სხვა რუსეთია და ეს ის არ არის, რომელიც თქვენ წინააღმდეგ შეიძლება წამოვიდეს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. შენ გეუბნებიან, რომ აქ რუსი ტურისტიც კი არ უნდა შემოუშვა და ამ დროს, თვითონ რუსეთთან ვაჭრობაც უნდა ჰქონდეთ და ახლა თურმე მოლაპარაკებებიც უნდა დაიწყოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები