ხობში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა

ხობის რაიონში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავჯდომარე ედიშერ ჯობავა, ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები, კულტურისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხობის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, სალოტბარო სკოლის სუფსიდირებას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ხობის მუნიციპალიტეტი ერთობლივად განახორციელებენ.
ოფიციალური ნაწილის შემდეგ ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული სიმღერის მუზეუმში, ბავშთა ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით, გაიმართა კონცერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები