“იფიქრეთ, ბატონო მარგველაშვილო, ქვეყნის პრეზიდენტს ყველაზე მეტი ფიქრი სჭირდება!”

“მარგველაშვილის პოლიტიკური “ფლირტი” არასამთავრობო ორგანიზაციებთან საყმაწვილო ასაკიდან “ვერ გამოსულ” პიროვნებას მაგონებს”! –ასე აფასებს დამოუკიდებელი ექსპერტი ჯუმბერ კირვალიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი გამოვლენილ დამოკიდებულებას.
კირვალიძის შეფასებით, მარგველაშვილის შანსი, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით გაიმარჯვოს, ნულის ტოლია.
ექსპერტის აზრით, სულ სხვა პერსპექტივა ექნება მარგველაშვილს, თუკი, პოლიტიკურად და მორალურად “დაბრუნდება იმ საწყის პოზიციაზე”, რომელზეც იყო მანამ, სანამ პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა!
“მარგველაშვილის პოლიტიკური “ფლირტი” არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საყმაწვილო ასაკიდან ვერ გამოსული პიროვნებისთვისაა დამახასიათებელი! დიახ, სანამ კიდევ დრო არის, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა “კარგად გაიხსენოს” ის დღეები, კვირეები და თვეები, რაც უძღოდა მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას! წინააღმდეგ შემთხვევაში, მან, როგორი “პოლიტიკური მანევრიც” არ უნდა გააკეთოს, იგი ვერ შეძლებს ღარიბაშვილი–ივანიშვილის პოლიტიკური ტანდემის დამარცხებას, პირიქით, მარგველაშვილის შანსი, რომ იგი ვიხილოთ საპრეზიდენტო მეორე ვადაზე გამარჯვებულის გვირგვინით შემკული, უკაცრავად და, – ნულის ტოლია! სულ სხვა პერსპექტივა ექნება მარგველაშვილს, თუკი, პოლიტიკურად და მორალურად “დაბრუნდება იმ საწყის პოზიციაზე”, რომელზეც იყო მანამ, სანამ პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა! ამ შემთხვევაში, მარგველაშვილის პოლიტიკურ კარიერას ღარიბაშვილ–ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მომავალი ელოდება! შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას მარგველაშვილმა გახლავთ ის, რომ მან უნდა შეასრულოს პრეზიდენტად არჩევამდე ნათქვამი სიტყვა (რომ არ შევიდოდა ავლაბრის სასახლეში!) და დატოვოს ნასააკაშვილისეული ავლაბრის სასახლე, მით უმეტეს, რომ ახალი საპრეზიდენტო რეზიდენცია ათონელის ქუჩა №25 – ში, უკვე მზადაა მის მისაღებად!.. მხოლოდ ამ შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი და მთელი მთავრობა გარანტირებულად დაესწრება პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას საქართველოს პარლამენტში და აქედან მოყოლებული, ყველანაირი მცირე თუ მსხვილი “გაუგებრობები” სახელისუფლებო შტოებს შორის, “წარსულს ჩაბარდება”!.. იფიქრეთ, ბატონო მარგველაშვილო, ქვეყნის პრეზიდენტს ყველაზე მეტი ფიქრი სჭირდება!!!“- წერს კირვალიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები