“ნაციონალური მოძრაობა” მომავალი კვირიდან აქციებს იწყებს – წიკლაურის ულტიმატუმი ხელისუფლებას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნუგზარ წიკლაური ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს.
როგორც ფეისბუქზე უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი წერს, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა” აქციებს დაიწყებს.
“ხელისუფლების ჭოჭმანი და უპრინციპობა ცხადყოფს, რომ როსნეფტის ფოთში შემოსვლაზე თანხმობა უშუალოდ ივანიშვილის გაცემულია.
თუკი უახლოეს დღეებში პუტინის კომპანიას ქართული კანონმდებლობის დარღვევის გამო არ დააკისრებენ შესაბამის სასჯელს და არ შეუწყვეტენ საქმიანობის უფლებას, მომავალი კვირიდან მთავრობის მოღალატური ქმედებების გასაპროტესტებლად აქციები დაიწყება”, – წერს წიკლაური სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები