მცირეწლოვანი მუსულმანი „ბოევიკი“ რუს მძევლებს კლავს (ვიდეო)

დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებმა” ინტერნეტში ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ კლავს ”ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი მცირეწლოვანი მუსულმანი „ბოევიკი“ ორ ადამიანს. როგორც ვიდეოდან ირკვევა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები – ჯამბულატ მამაევი და სერგეი აშიმოვი რუსეთის პეცსამსახურების მიერ გაგზავნილი ჯაშუშები იყვნენ.
ე.წ. ისლამური ხალიფატის წარმომადგენელი მადლობას უხდის ალაჰს იმისთვის, რომ ის ისლამურ გაერთიანებას, რუსეთის დაზვერვის მიერ გამოგზავნილი ჯაშუშების იდენტიფიცირებაში დაეხმარა და იარაღს მცირეწლოვან ბავშვს აწვდის.
“ალაჰმა თქვა, მორწმუნე ადამიანები არ მიიჩნევენ ურწმუნოებს მათ დამხმარედ და მეგობრებად. ხოლო ვინც არ თვლის ასე, მათ ალაჰთან არაფერი ესაქმებათ. მივმართავთ ყველას, ვისაც აზრად მოუვიდა, უთვალთვალოს მოჯაჰედებსა და მუსულმანებს. ჩვენ არ დავინდობთ მათ,”- აცხადებს „ბოევიკი“.
ვიდეო Youtube -ზე გუშინ, ვინმე Selkt – მა გაავრცელა. მას უკვე 20 ათასამდე ნახვა აქვს. ადგილი, სადაც მუსულმანები რუს მძევლებს კლავენ, ჯერჯერობით უცნობია.

https://www.youtube.com/watch?v=URsCE8XijR0

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები