კანადამ რუსეთს სანქციები დააკისრა
ამერიკის შეეთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ რუსეთს სანქციები კანადამაც დააკისრა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც კანადის პრემიერმა სტივენ ხარპერმა განმარტა, კანადის ხელისუფლება რუსეთის და ყირიმის ხელისუფლებებს ეკონომიკურ და სავიზო სანქციებს დააკისრებს. სანქციები რუსეთის და ყირიმის ოფიციალურ პირებთან ერთად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ვიქტორ მედვედჩუკსაც შეეხო.
სიაში ასევე რუსეთის ვიცე -პრემიერი დიმიტრი რაგოზინი, ყირიმის პრემიერი სერგეი აქსენოვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზიევი შევიდნენ.