რასმუსენი: ნატომ რუსეთთან თანამშრომლობა „გაყინა“

 უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ნატომ რუსეთთან ურთიერთობა გადააფასა,- ამის შესახებ ინფორმაციას ნატოს გენერალურ მდივნის კომენტარზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე რასმუსენმა ვრცლად ტელეკომპანია CNN -ის ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გადაფასების პროცესში ვართ. ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ რუსეთთან გარკვეული თანამშრომლობა. ხოლო 1 და 2 აპრილს, მაშინ, როდესაც ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, დღის წესრიგში განსახილვევად დადგება რუსეთთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობის შეწყვეტის საკითხი“,- განაცხდა რასმუსენმა. მისი თქმით, ნატო რუსეთთან ერთად ამერიკული ხომალდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლის ბორტზეც ქიმიური იარაღის განადგურება ხდება, ერთობლივ ოპერაციას გეგმავდა.
“ჩვენ დავიცავთ ამ ხომალდს, მაგრამ რუსეთი ამ ოპერაციაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ეს რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტის ერთი მაგალითი იქნება”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები