ცნობილი ფოტოსურათის – "კოცნის" გმირი გარდაიცვალა

  ტეხასში გარდაიცვალა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოსურათის – “კოცნის” გმირი გლენნ მაკდაფფი. კადრის ავტორი ალფრედ ეიზეშტადტი იყო. როგორც “ბი-ბი-სი“ იუწყება, აშშ-ის საზღვაო ძალების ვეტერანი გლენნ მაკდაფფი საკუთარ სახლში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა რა მიზეზით, არ სახელდება. ცნობილია, რომ ბოლო წლებში ის ავადმყოფობდა. 2007 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას სიმსივნე აქვს. მაკდაფფის ერთი ქალიშვილი დარჩა.

1978713_10202724747392756_1075222812_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები