კადიროვმა და აბდურახმანოვმა მიხეილ ხოდორკოვსკი ყველა მუსულმანის და პირად მტრად გამოაცხადეს

„Charlie Hebdo“–ს რედაქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით მიხეილ ხოდორკოვსკის გაკეთებულმა განცხადებებმა, სადაც ის ჟურნალისტებს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებდა, რამზან კადიროვის და დუკუვახა აბდურახმანოვის განრისხება გამოიწვია. ამ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
„თავისი უტვინო მოქმედებებით ხოდორკოვსკიმ ჯვარი დაისვა. მან თავი მთელი მუსულმანური სამყაროს მტრად გამოაცხადა. აქედან გამომდინარე ის ჩემი პირადი მტერიც გახლავთ“ – ეს განცხადება კადიროვმა თავის „Instagram“–ზე გააკეთა. კადიროვის სიტყვებითვე, შვეიცარიაში იმედია ათასი კანონმორჩილი მოქალაქე გამოიძებნება, რომლებიც ხოდორკოვსკის პასუხს საკადრისად გასცემდნენ. ხოდორკოვსკი თავის მტრად ჩეჩნეთის პარლამენტის თავჯდომარემ დუკუვახა აბდურახმანოვმაც გამოაცხადა. „ როგორც ჩანს ხოდორკოვსკის დილით პირი არ დაუბანია ან კიდევ მთვრალია წინა ლოთაობიდან მოყოლებული, სხვანაირად არ შეეცდებოდა 1,5 მილიარდი მუსულმანისთვის მტერი გამხდარიყო. პირადად ჩემთვის ამ სიტყვების შემდეგ ხოდორკოვსკი მტერია „ – მოჰყავს „იტარ–ტასს“ აბდურახმანოვის სიტყვები.

წყარო: bbc.co.uk ; itar-tass.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები