NYT: ისრაელი და აშშ ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებიან

ისრაელი, შეერთებულ შტატებთან ერთად, ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება, რომლის სამიზნეებიც, შეიძლება, ბალისტიკური რაკეტების განლაგების ადგილები, ბირთვული ობიექტები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC, ირანის შეიარაღებული ძალების ელიტური დანაყოფი) შტაბ-ბინა იყოს.

ამის შესახებ გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინება.

მათი თქმით, აშშ და ისრაელი რამდენიმე დღეში „მძიმე დარტყმას“ გეგმავენ, რათა „ირანი აიძულონ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დათმობებზე წავიდეს“ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაზეც თეირანი ჯერჯერობით უარს ამბობს.

გაზეთი ამტკიცებს, რომ აშშ-ის სამხედროების ახლო აღმოსავლეთში განლაგება საშუალებას იძლევა დარტყმები განხორციელდეს „ირანის ფართო სპექტრის სამიზნეებზე, მათ შორის მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტების ობიექტებზე, საბრძოლო მასალის საწყობებზე, ბირთვულ ობიექტებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე, როგორიცაა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინა“.

ოპერაციის სამიზნეების საბოლოო არჩევანი, გაზეთის ამერიკული წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები