უპრეცედენტო აღმოჩენა დავით-გარეჯის მონასტერში

დავით-გარეჯის “დოდოს რქის” მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, კლდეში დღემდე უცნობი დარბაზული ტიპის სამლოცველო აღმოაჩინეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, სამეცნიერო თვალსაზრისით, მსგავსი აღმოჩენა უპრეცედენტოა და ადასტურებს, რომ მდიდარი მემკვიდრეობის მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა ისეთი ძეგლი, რომელიც ამ დრომდე ისტორიულ და სამეცნიერო წყაროში აღნიშნული არ იყო.
სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, ძეგლის შეფასებისა და გადაუდებელი გამაგრება–გადარჩენითი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, არქეოლოგებთან, არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის ექსპერტებთან ერთად, დღეს დავით გარეჯს ესტუმრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები