სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი დღეს საქართველოს ეწვევა
საქართველოს დღეს ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ანჯელო გნედინგერი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გნედინგერი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან გამართავს შეხვედრებს. ეს სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის, სპეციალური წარმომადგენლის პირველი ვიზიტია.