„თავისუფალი სიტყვის დამცველი 2014“ – ნომინაციაში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ჯილდო „კვირას“ ჟურნალისტს გადაეცა

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ის ადამიანები და კონკრეტული უწყებები დააჯილდოვა, რომლებთანაც, მათი განცხადებით, ორგანიზაციას საქმიანი ურთიერთობა და გამორჩეული თანამშრომლობა აკავშირებდა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის გადაწყვეტილებით, სულ დასახელდა 15 ნომინანტი, რომლებსაც საპატიო სიგელები და საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
მათ შორის დაჯილდოვდა “საინფორმაციო-ანალიტიკურ“ პორტალ „კვირას“ ჟურნალისტი მარიამ ზედგინიძე, – ნომინაციაში „თავისუფალი სიტყვის დამცველი 2014“.
ასევე დაჯილდოვდნენ: თბილისის საქალაქო სასამართლო – „საუკეთესო სასამართლო ინსტანცია ოპერატიული საჯარო ინფორმაციისთვის“;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – „ყველაზე ღია საჯარო უწყება“;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – „ყველაზე კომუნიკაბელური სამინისტრო“;
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“;
შპს „საქართველოს ფოსტა“ – „წლის საუკეთესო მომსახურებისათვის“;
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი – „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“;
პრესკლუბი „რეპორტიორი“ – „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“.
ახალი ამბების სააგენტო „კვირა“, ჟურნალისტი მარიამ ზედგინიძე – „თავისუფალი სიტყვის დამცველი 2014“;
გაზეთი „ქრონიკა+“, ჟურნალისტი თამარ ბატიაშვილი – „თავისუფალი სიტყვის დამცველი – 2014“;
გაზეთი „ქართული სიტყვა“, ჟურნალისტი ნათია გოგიტიძე – „თავისუფალი სიტყვის დამცველი – 2014“;
ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე – „თავისუფალი სიტყვის დამცველი – 2014“;
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ – „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“;
საზოგადოებრივი რადიო 1 – „საზოგადოების ხმა“;
რადიო პალიტრა, გადაცემა „შუადღის ამბები განო და კოტე“ – „საზოგადოების ხმა“;
„ორგანიზაციის მეგობარი“ – სოფიო აზარიაშვილი; (ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი 2013-2014 წლებში).
,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის საქმიანობა შეაჯამეს და განხორციელებული აქტივობები, ბრიფინგები, პროექტები, კვლევები, შეხვედრები, კონფერენციები, გასვლითი ღონისძიებები, სარეკომენდაციო წინადადებები, საკანონმდებლო ინიციატივები, სამართალწარმოებაში ცნობილი საქმეები, წლის გამოცემები და კორესპონდენციის სტატისტიკა სპეციალური წლიური ანგარიშის სახით წარმოადგინეს.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2014 წელი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობაში, გამორჩეული, საეტაპო და ნაყოფიერი იყო.
მომზადდა 77 პრესკონფერენცია, გაკეთდა 108 საჯარო განცხადება, გამოქვეყნდა 6 კვლევა, განხორციელდა 4 მონიტორინგი, ჩატარდა 2 სოციოლოგიური გამოკითხვა, 9 კონფერენცია/„მრგვალი მაგიდა“, განხორციელდა 3 პროექტი;
საჯარო უწყებების მიმართ გაიგზვანა 353 კორესპონდენცია, უზრუნველყოფილ იქნა 140 უფასო კონსულტაცია, საჯარო უწყებებს გაეგზავნათ 20-ზე მეტი სარეკომენდაციო წინადადება;
სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში მოგებით დასრულდა 22 საქმე, განხილვის პროცესშია 10-ზე მეტი საქმე.
ორგანიზაციის შეფასებით:
2014 წელი გამორჩეული იყო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით დაგეგმილი სამოქალაქო კამპანიებით, სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით.
ორგანიზაცია ინიციატივა ,,ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში შეხვდა სხვადასხვა საჯარო უწყებებს.
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და ახალ უმაღლეს სასწავლებელთან.
ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს შესთავაზა საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებისა და დამატების შესახებ, რაც გულისხმობს კოდექსში სტაჟირების სამართლებრივი რეგულაციის შემოღებას.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის მანძილზე, წარმოადგინეს კვლევები შემდეგ საკითხებზე: „ხუდონჰესის“ პროექტის სამართლებრივი საკითხების ანალიზი. რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ პროექტის სამართლებრივ მხარეზე“; „ქართული რეიტინგული კომპანიები შრომის კოდექსის ახალ სტანდარტებთან იმპლემენტაციაში“; „კერძო სექტორში დასაქმებული დედების უფლებრივი მდგომარეობა. საკითხის ანალიზი და სარეკომენდაციო წინადადებები“; „უცნობი მილიონი ლარი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ თბილისში გამართული საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული ფინანსური რესურსის გამჭვირვალობის საკითხის ანალიზი“; „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს“; „საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სამართლებრივი ანალიზი“. ორგანიზაციამ წარმოდგენილ თემებზე მოამზადა სადისკუსიო შეხვედრები და კონფერენციები.10904222_330817960457727_1769751278_n
,,ახალგაზრდა ადვოკატები“ 2014 წლის ბოლოს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გადაწყვეტილებით, დასახელდა „2014 წლის ყველაზე აქტიურ უფლებადაცვით ორგანიზაციად“. 2014 წლის დეკემბერში, ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ. არჩილ კაიკაციშვილი, გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ 2014 წლის გამოკითხვის თანახმად, დასახელდა წლის ახალგაზრდა უფლებადამცველადაც.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემები აპრილში გამოქვეყნდება
პირველადი მონაცემები, თუ რამდენს შეადგენს საქართველოს მოსახლეობა, 2015 წლის აპრილში გამოქვეყნდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “საქსტატის” დირექტორმა მერი დაუშვილმა განაცხადა, აღწერის პროცეში გარკვეული პრობლემები იყო, თუმცა მთლიანობაში, საყოველთაო აღწერამ წარმატებით ჩაიარა. მისივე თქმით, ყველა ინდიკატორის მიხედვით. მონაცემები 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება.
“პირველადი მონაცემები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობის შესახებ გამოქვეყნდება 2015 წლის აპრილის ბოლომდე. ეს არის მხოლოდ ის მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე. ყველა ინდიკატორის მიხედვით კი, მონაცემები 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება. მოსახლეობის რაოდენობასთან ერთად დადგინდება, რამდენი კაცი და ქალი ცხოვრობს ქვეყანაში, როგორია ასაკობრივი ჭრილი, განათლების დონე, შშმ პირთა შესახებ მონაცემები, საცხოვრებელი პირობები, აღმსარებლობა, სოფლის მეურნეობის მონაცემები და ემიგრანტების რაოდენობა”, – განაცხადა დაუშვილმა.
რაც შეეხება ხარვეზებს, მისი თქმით, „ცხელ ხაზსა“ და სოციალურ ქსელებში აღმწერების მიმართ იყო პრობლემები.
“ცხელ ხაზსა“ და სოციალურ ქსელებში გამოითქვა უკმაყოფილებები, რომ აღმწერები კითხვის გარეშე წერდნენ აღმსარებლობას. როცა დაფიქსირდა ასეთი პრობლემა, ჩვენ ხელახლა გავგზავნეთ სხვა ინტერვიუერი. თუმცა, როდესაც საფუძვლიანად ვიკვლევდით, განსხვავებული სურათი გვხვდებოდა. გენდერული ფაქტორიდან გამომდინარე, ასევე იყო პრობლემები, რომ აღმწერები კითხულობდნენ ოჯახის უფროსს, რაც ზოგიერთი ოჯახის წევრების გაღიზიანებას იწვევდა. ჩვენი მითითება იყო, რომ ეკითხათ არა ოჯახის უფროსი, არამედ ზრდასრული ადამიანი”, – აღნიშნა დაუშვილმა.
დაუშვილის ინფორმაციით, მომდევნო აღწერა 2020 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები