საგამოძიებო სამსახურმა მგელაძეების ოჯახი დაასაჩუქრა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით, უწყების თანამშრომლებმა მგელაძეების 10-წევრიან ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ექვსი მცირეწლოვანი ბავშვის საახალწლო სურვილები, პლაზმური ტელევიზორი და პერსონალური კომპიუტერი ოჯახის წევრებს დღეს გადაეცათ.
საგამოძიებო სამსახურმა მგელაძეების ოჯახი პირველადი მოხმარების პროდუქტებითაც დაასაჩუქრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები