თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული სოჭისა და ნაძვის ჯიშის ხე-მცენარეები აღმოაჩინეს

სპორტის სასახლისა და ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარეალიზაციოდ გამზადებული 83 ძირი სოჭისა და ნაძვის ჯიშის ხე-მცენარე აღმოაჩინეს. როგორც „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.
„უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარე ონის, ზუგდიდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეა მოჭრილი. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ და დაილუქა უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარე. გარემოსთვის მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 9130 ლარს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს“,- აღნიშნავენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები