გიორგი ბადაშვილი: ჩემს საქმიანობაში პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხულია

ჩემს საქმიანობაში ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხულია, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა „კვირის პალიტრასთან” ინტევიუში განაცხადა.
აღნიშნულით ბადაშვილმა უპასუხა ოპონენტების ბრალდებების, რომლის მიხედვითაც ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული საქმეები პოლიტიკური დევნაა და პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. “მტკიცებულებებს საბოლოოდ სასამართლო აფასებს. მხოლოდ სასამართლოს შეუძლია თქვას, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები ვინმეს ბრალეულობის დასადასტურებლად და ამა თუ იმ პირის დამნაშავედ გამოსაცხადებლად. დღეს ჩვენ გვაქვს მერაბიშვილისა და ბაჩანა ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენები, რაც მიუთითებს, რომ მტკიცებულებები არსებობს. ხაზს ვუსვამ – ჩემს საქმიანობაში ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხულია”, – განაცხადა ბადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები