ესპანეთში ფქვილით და კვერცხებით „სამხედრო გადატრიალება“ მოაწყვეს (ფოტოკოლაჟი)

ესპანეთში, ალიკანტეს პროვინციაში, იბის მუნიციპალიტეტში „სამხედრო გადატრიალება“ მოხდა. ფქვილით შეღებილმა „ამბოხებულებმა“ ქალაქის მერის მაიტე პარას ხელისუფლება „დაამხეს“ და ძალაუფლება 24 საათით ხელში ჩაიგდეს.
„ამბოხებულებსა“ და ხელისუფლების „დამცველებს“ შორის ბრძოლა კვერცხების, ფქვილის და ცეცხლსაქრობის ქაფის გამოყენებით ხორციელდებოდა. „ფქვილის ომი“ ტრადიციისამებრ დილის 5 საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ყველანი ერთად დასხდნენ, იცეკვეს და ღვინოს მიირთმევდნენ.
გადმოცემით, ამ მხიარულ საახალწლო ტრადიციას დაახლოებით 200 წელზე მეტი ხნის ისტორია გააჩნია. იბის ხელისუფლების წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, ის 1981 წელს აღადგინეს და მას შემდეგ ყოველწლიური ხასიათი აქვს.

10846618_10204243746031524_224225634_n 10859726_10204243747351557_627705608_n 10872574_10204243746271530_425808787_n 10877571_10204243745711516_657827578_n 10881197_10204243745031499_1592371029_n 10884737_10204243746631539_2072153343_n 10893356_10204243749231604_2070263748_n 10893422_10204243746551537_709289121_n 10899812_10204243744631489_1394455462_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები