თურქეთში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ცნობით, ბიძგების ეპიცენტრი დენიზლის პროვინციის ბულდანის რაიონში, დაახლოებით 7 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
მთავარი ბიძგის შემდეგ დაფიქსირდა რამდენიმე მცირე ზომის შემდგომი ბიძგები, მათ შორის 3.1, 3.4 და 2.8 მაგნიტუდის.
სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის სერიოზული ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.