პაპუაშვილი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: აღვნიშნე, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს კანონებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ და აქტიურად მუშაობს ქართული დემოკრატიის დაცვაზე

“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შევხვდი.

მივესალმე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და მისი თანმხლები დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და მადლიერება გამოვხატე ღია და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის მზაობისთვის”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეუთო/ოდირის ობიექტური ანგარიშის მნიშვნელობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

“აღვნიშნე, რომ საქართველო ეუთო-ს ერთგული და აქტიური წევრია და შემდგომშიც დაუჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას.

პერე ჟოან პონს სამპიეტრომ განაცხადა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საერთო პლატფორმაა დიალოგისთვის და მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევებით აღსავსე სამყაროში, ეუთო-მ შეინარჩუნოს რელევანტურობა და შეძლოს ეფექტიანი საქმიანობის განხორციელება. მან აღნიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი საქართველოში საოკუპაციო ხაზზე ვიზიტით დაიწყო და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

ვისაუბრეთ უკანასკნელ წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაზე. აღვნიშნე, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს კანონებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ და აქტიურად მუშაობს ქართული დემოკრატიის დაცვაზე. აგრეთვე, დავადასტურე ქართული მხარის მზაობა, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე.

შეხვედრაზე დავადასტურეთ დიალოგის გაგრძელების მზაობა”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები