შალვა პაპუაშვილი: არანაირი გაერთიანებული ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

“არანაირი გაერთიანებული ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობდა, რომ ნაცარი შეეყარა თვალში ჩვენი საზოგადოებისთვის, თითქოს აღარ არის ერთიანი, დაშლილია და სხვადასხვა პარტიებია, სინამდვილეში, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ყველაფერი ახდა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ აქვს ერთი ფილოსოფია, რომ ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვამს ხელისუფლებაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ერთიანია და საქართველო კვლავ იმავე პასუხს გასცემს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ქვეყანა მიიყვანა დემოკრატიული კრახისკენ, ეკონომიკური სტაგნაციისკენ და ომისკენ.

„ნაცობა“, როგორც იდეოლოგია არ ეფუძნება ინდივიდებს და ეს არის მთავარი სირთულე, ვინაიდან ეს არის კოლექტიური აზროვნების მქონე ჯგუფი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი არის სხვა ქვეყნის მსახურება, სხვა ძალების მსახურება და მათ მოსაწონად ქცევა. იმ სცენაზე არ არიან ინდივიდები, ესენი არიან კოლექტიური „ნაცები“, რომლის მთავარი იდეოლოგიაც სწორედ ეს არის.

„ნაცმოძრაობას“ აქვს ერთი ფილოსოფია, რომ ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვამს ხელისუფლებაში. ეს არის პატრონყმური ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება. „ნაცმოძრაობა“, როგორ იდეოლოგია არის პატრონყმობა და უცხო ჯგუფების ინტერესების გატარება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები