CE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩაბარება სააგენტოს თელავისა და ფოთის სტრუქტურულ ერთეულშიც იქნება შესაძლებელი

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ CE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) ჩაბარება სააგენტოს თელავისა და ფოთის სტრუქტურულ ერთეულშიც გახდა შესაძლებელი”, – ამის შესახებ შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

მათივე ცნობით, ამასთანავე, თელავის, ქუთაისისა და ფოთის სტრუქტურულ ერთეულებში არსებულ ავტოპარკს აღნიშნული კატეგორიის 3 სატრანსპორტო საშუალება დაემატა.

“ამ ეტაპზე, CE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩაბარება დაინტერესებულ პირებს რუსთავის, თელავის, ქუთაისისა და ფოთის სტრუქტურულ ერთეულებში შეუძლიათ”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები