ფეისბუქში გარდაცვლილი ადამიანების გვერდების რედაქტირება აიკრძალა

  ფეისბუქის ხელმძღვანელობამ გარდაცვლილი ადმიანების გვერდის რედაქტირება და მათი კონფიდენციალურობის პარამეტრების შეცვლა აკრძალა. როგორც ფეისბუქის ადმინისტრაცია განმარტავს, მათ გადაწყვიტეს, გარდაცვლილი ადამიანის გვერდის იმავე ფორმით შენარჩუნება, რომელიც მომხმარებლის სიცოცხლის პერიოდში არსებობდა.
“ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის არჩევანს. გვერდი, რომელიც მას სიცოცხლეში ჰქონდა, მეგობრებისა და ახლობლების მხრიდან აღარ შეიცვლება. იგი დარჩება იმ ფორმით, როგორიც მან დატოვა”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში. გარდა ამისა, თებერვლის დასაწყისში ფეისბუქში შეიქმნა სპეციალური “A Look Back”, სადაც გარდაცვლილის უკვდავსაყოფად შესაძლებელია ვიდეოების განთავსება, თუმცა საამისოდ ოჯახის ახლობლებმა, ან მეგობრებმა ადმინისტრაციას განცხადებით უნდა მიმართონ. “A Look Back”-ის ვიდეოკოლაჟში, ფეისბუქზე თქვენი დარეგისტრირების დღიდან დღემდე, ყველა საუკეთესო მომენტი გაერთიანდება და თქვენს გვერდზე ვიდეორგოლად გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები